ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სკანდალური საქმე: ვანო მერაბიშვილმა საკნიდან მისი გაყვანის ამბავი მოყვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ციხის დატოვების შემდეგ, პირველ ვრცელ ინტერვიუს “მთავარი არხის” ეთერში აკეთებს და კონკრეტულად იხსენებს ფაქტს, როდესაც ის ციხის საკნიდან გაიყვანეს.

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, ციხის უფროსმა და მოადგილემ ის საკნიდან ღამით, ფარცხალაძესთან შეხვედრის მიზნით გაიყვანეს.

“მე ვიყავი გაკვირვებული და შეურაცხყოფილი, როცა მე გამიყვანეს საკნიდან. გამიყვანეს ღამე. ციხის უფროსმა და მოადგილემ, მიმიყვანეს ფარცხალაძესთან. მან შემომთავაზა, რომ მე საქართველო დამეტოვებინა და იმისთვის, რომ მოეცათ ჩემთვის საშუალება საქართველოს დატოვების, მე უნდა მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა, რომ სააკაშვილს მილიარდები აქვს შვეიცარიის ბანკში. უფრო კონკრეტულად, რას ითხოვდნენ, იქამდე საქმე აღარ მისულა. როცა მივხვდი, ტონალობას შემოთავაზების, ვუთხარი, რომ არასერიოზულია მათი მხრიდან. მე შეურაცხყოფილი დავრჩი იმაზე, რომ რატომ ჩათვალეს, რომ ჩემთან შეიძლებოდა ამაზე დალაპარაკება. ეს იყო პირად კომპრომისზე წასვლა ჩემი მხრიდან.” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს, ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა და მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

იტვირთბა....