ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩემი ავტორიტეტით, ჩემი გავლენით, იმდენი რამის გაკეთება შემიძლია” – მერაბიშვილი

“ჩემი ავტორიტეტით, ჩემი გავლენით, ჩემი გამოცდილებით, იმდენი რამის გაკეთება შემიძლია. ნებისმიერ საქმეს ავიღებ, რიგითი ჯარისკაცის საქმეს ავიღებ და გავაკეთებ. მე ვიქნები თავისუფალი რიგითი ჯარისკაცი. რატომღაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაცის გაკეთება თუ გინდა აუცილებლად უნდა გეკავოს მინისტრის სკამი.”

შს ყოფილი მინისტრი – ვანო მერაბიშვილი

აღნიშნული განცხადება ვანო მერაბიშვილმა “მთავარის” ეთერში გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს, ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა და მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.

იტვირთბა....