aviabiletebi
მთავარი მსოფლიო სამართალი

ჰააგის სასამართლომ, ხოდორკოვსკის სასარგებლოდ რუსეთს 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ, “იუკოსის” საქმეზე, რუსეთის სახელმწიფოს 50 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა, რომლის დამფუძნებელიი თავის დროზე, პუტინის პირადი პატიმარი, მილიარდერი მიხეილ ხოდორკოვსკი იყო.

აღნიშნული კომპანია ქვეყანაში მსხვილ ნავთობკომპანიას წარმოადგენდა, რომლის დამფუძნებელი მიხეილ ხოდორკოვსკი 2000-იან წლებში ფინანსურ დარღვევებში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. მოგვიანებით, წართმეული კომპანია სხვა ორგანიზაციას გადასცეს.

ხოდორკოვსკი 10 წელი იჯდა ციხეში და ბოლოს, როცა მას 1 წელი ჰქონდა დარჩენილი პუტინმა შეიწყალა. საპატიმროდან გამოსულმა ბიზნესმენმა რუსეთი დატოვა და პოლიტიკური თავშესაფარი შვეიცარიას თხოვა.

ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის სახელმწიფომ ხოდორკოვსკის და მისი კომპანიის გაკოტრების, მისი ქონების დაუფლებისა ხოდორკოვსკის პოლიტიკური სცენიდან მოშორების მიზნით მისი შევიწროება დაიწყო.

ასე რომ, ბოლო, სააპელაციო ინსტანციის ვერდიქტით რუსეთს დაეკისრა 50 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა „იუკოსის“ ყოფილი მფლობელებისთვის.

 

 

იტვირთბა....