სტამბოლში, თურქეთის პირველი საფეხბურთო ლიგის გუნდების შეხვედრის დროს მოედანზე ძაღლი და ბურთით თამაში დაიწყო. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ფეხბურთელებმა და სტადიონის თანამშრომლებმა ძაღლის მოედნიდან გაყვანა კარგა ხანი ვერ შეძლეს. ბოლოს, ერთ-ერთმა მოთამაშემ ძაღლი ხელში აიყვანა და მოედნის ფარგლებს გარეთ გაიყვანა.