“გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. მე ვთვლი, რომ ეს ადამიანი, თავისი ბევრი თვისებით, არის აქტივი საქართველოსთვის მთლიანად და არამარტო პოლიტიკისთვის”
გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი
აღნიშნული განცხადებით კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ რამდენიმე დღის წინ “ტვიტერზე” დაწერა.