ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მერაბიშვილზე ხორციელდებოდა არნახული ზეწოლა, მალე მტკიცებულებებსაც იხილავთ“,- კირკიტაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, ქვეყანაში სამართალი რომ არ არსებობს, ამაზე ვანო მერაბიშვილის პატიმრობაც მიუთითებს.

როგორც კირკიტაძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, ახლო მომავალში საზოგადოება იხილავს იმ მტკიცებულებებს, სადაც ციხეში ყოფნის დროს მერაბიშვილზე მომხარი ზეწოლაა ასახული.

„ქვეყანაში სამართალი არაა. ის, რომ იჭერენ და მათი ოჯახის წევრებს აკავებენ, ეს არაა ნორმალური. უნდა მოხდეს არსებული სისტემის დემონტაჟი, მოხარული ვართ, რომ ვანომ შეინარჩუნა სიმხნევე და სიმტკიცე. ადამიანმა, რომელზეც ხორციელდებოდა არნახული ზეწოლა. მალე მტკიცებულებებსაც იხილავთ, როგორ გაიყვანეს მერაბიშვილი საკნიდან და როგორ ექცეოდნენ ამ დროის განმავლობაში. ამის მიუხედავად მიხარია, რომ ის მზად არის ჩაერთოს ბრძოლაში“,  – აცხადებს კირკიტაძე.

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს.

მერაბიშვილმა მედიასთან პორველი კომენტარიც გააკეთა. 

 

იტვირთბა....