The Jamestown Foundation საკუთარ გვერდზე სტატიას აქვეყნებს სათაურით – “რუსეთი თავის სამხედრო კონტიგენტს ზრდის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე”. ავტორის ინფორმაციით, კრემლის პრობლემა მხოლოდ სირიაში რუსი სამხედროების მოქმედებით არ განისაზღვრება და რუსმა გენერალიტეტმა სამხედროების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტა როგორც სომხეთში, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
სტატიაში მოტანილია მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის, რამდენიმე ხნის წინ, ბრიუსელში გამოსვლის ტექსტი, სადაც ის ამბობს, რომ ცხინვალსა და აფხაზეთში რუსი სამხედროების მოქმედება სტატიკური არ არის და ის პერიოდულად იცვლება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ასეთი მოქმედება საფრთხეს არა მარტო საქართველოს უქმნის, არამედ ის სერიოზულ ზეგავლენას ახდენს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.
საპასუხოდ, The Jamestown Foundation ბოლოს წერს, რომ მიმდინარე წელს საქართველოში იგეგმება ისტორიული და უპრეცედენტოდ მნიშვნელოვაი სამხედრო წრთვნები Defender Europe 2020, რომელშიც 20 ათასზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.