დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე განთავისუფლებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის რიტორიკით საუბრობს, რა რიტორიკაც მას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჰქონდა.
როგორც კობერიძე აღნიშნავს, გამოჩნდება სურათი, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ვანო მერაბიშვილს.
“პოლიტიკური განცხადებები მისი მხრიდან მოვისმინე, ახლა დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ვანო მერაბიშვილს. მისი ის რიტორიკა, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რეალურად არის იმ მეხსიერების გაგრძელება, რომელიც ეტყობა პატიმრობამდე ჰქონდა და შესაბამისად, იმ რიტორიკით საუბრობს, რომელიც მას ჰქონდა თავის დროზე, იმ გარემოში, სადაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, სწორედ იმ რიტორიკით აგრძელებს ეტყობა საუბარს და ასეთი რიტორიკით აპირებს სავარაუდოდ, პოლიტიკაში შესვლას,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს.