ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ“, – კახიძე მერაბიშვილის განთავისუფლებაზე

“ევროპული საქართველოს“ წევრი ოტარ კახიძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ვანო მერაბიშვილის გამოსვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ ისინი ყველანაირი სცენარისთვის მზად არიან.

როგორც კახითე აღნიშნავს, მერაბიშვილს რაც არ უნდა შეუფარდონ იმ საქმეებიდან, რაც ამ დროისთვის მის წინააღმდეგ წარმოებს, მას ეს სასჯელიც მოხდილი ექნება.

„ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, ვანოც ასეა. პოლიტიკაში როცა ხარ ამ ქვეყანაში და მით უმეტეს, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყო. მიმდინარე საქმეებიდან რაც არ უნდა შეუფარდონ, რაც ამ დროისთვის მის წინააღმდეგ წარმოებს, მას ეს სასჯელიც მოხდილი ექნება. ამ კუთხით სამართლებრივად მოსალოდნელი არაფერია, მაგრამ რა დაარტყამთ თავში და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ხვალ, არ ვიცი. თუმცა, ასეთი აგონიური ქმედებები დააჩქარებს მათ დასასრულს, რაც გიგი უგულავას შემთხვევაში გააკეთეს, ამიტომ ესეც ვერ უშველით“, – განაცხადა კახიძემ.

მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს. მერაბიშვილი სასჯელს რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე იხდიდა.

იტვირთბა....