ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვამაყობ ვანო მერაბიშვილის გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სააკაშვილი “ყველას” შერიგებისკენ მოუწოდებს.

“მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.

მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება.

მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს. მერაბიშვილი სასჯელს რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე იხდიდა.

იტვირთბა....