“ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ეს იყო სიცრუე, ვითომ ეს პატიმარი პოლიტიკური პატიმარია და მას 2020 წლის თებერვალზე ადრე გაათავისუფლებინებდნენ უცხოელებს, ეს იყო სიცრუე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერცერთი უცხოელი ვერ წყვეტს, ვინ როდის უნდა გამოვიდეს ციხიდან”.
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს.