aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტის აფრიკაში ვიზიტი, ფეისბუქ-პოსტის გამო გაუქმდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა ჟღენტის მიერ სოციალურ ქსელ facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტის და მისი დელეგაციის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება. ყოფილი ელჩის განცხადებას კი, უპასუხიმგებლო და სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი უწოდეს.

“განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმაციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები.

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წუხს იმის გამო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვეში დაგეგმილი ვიზიტი და ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება.”  – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მამუკა ჟღენტმა “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ პრეზიდენტი 10 დღიანი ვიზიტით აფრიკის რესპუბლიკაში მიდიოდა.

იტვირთბა....