ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რას ზვერავს კრემლი – რუსეთი ირლანდიაში აგენტებს ოკეანის ფსკერზე გზავნის

რუსეთის უშიშროების სამსახურმა აგენტები გაგზავნა ირლანდიაში იმისათვის, რომ შეადგინონ სპეციალური რუკა, ოკეანის ფსკერზე გამავალი ინტერნეტის ბოჭკოვანი კაბელების განლაგებაზე, რომელიც ევროპასა და ამერიკას კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას “სანდეი თაიმსი” ავრცელებს.

გამოცემა ეჭვობს, რომ რუსული მხარის ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა განპირობებულის იმით, რომ რუსული დაზვერვა ცდილობს აღმოაჩინოს ქსელის სუსტი მხარეები, რითაც მომავალში შესაძლებელი გახდება ჩანაწერების ნახვა, ან უფრო მეტიც, მისი შეგნებულად დაზიანება.

ირლანდია წარმოადგენს ერთგვარ ჰაბს, სადაც წყალქვეშა, მსხვილი, ბოჭკოვანი ინტერნეტ-სადენებია განთავსებული, რომელიც ევროპასა და ამერიკას შორის ინტერნეტ-კავშირს უზრუნველყოფს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ის მთავარი კაბელებია, რომლითაც საკმაოდ მსხვილი ფინანსური ოპერაციები ხორციელდება. არსებობს ეჭვი, რომ რუსულ მხარეს სურს, აღნიშნული სადაზვერვო ოპერაციით, მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე ინტერნეტ-ქსელი საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენოს.

იტვირთბა....