ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ეს იყო პილოტის თვითმკვლელობა” – ავსტრალიის ყოფილი პრემიერი დაკარგულ ბოინგზე ალაპარაკდა

ავსტრალიის ყოფილი პრემიერი ტონი აბოტი გამოცემა “აუსტრალიანთან” აცხადებს, რომ 2014 წელს დაკარგული მალაიზიური ბოინგის გაუჩინარების მიზეზი პილოტის თვითმკვლელობა იყო.

“ეს იყო პილოტის თვითმკვლელობა. ასე ფიქრობდნენ თავიდანვე მთავრობის წარმომადგენლები” – აცხადებს აბოტი.

ის მოუწოდებს ყველა იმ ქვეყანას ჩაებან გამოძიებაში, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, 2014 წელს, მალაიზიური Malaysia Airlines-ის ბოინგი დილის 7 საათზე აფრინდა კუალა-ლამპურადან და პეკინისკენ მიფრინავდა. 2 საათის შემდეგ ბოინგთან კონტაქტი გაწყდა. თვითმფრინავში 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.

იტვირთბა....