ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუდაურში მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში ბრალდებულის ცოლი ეხმიანება

მერაბ კობიაშვილი 

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, მერაბ კობიაშვილი მეუღლე ნათია ქიტესაშვილი მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ქიტესაშვილი წერს, რა გახდა მომხდარი ინციდენტის მოტივი არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა.

“არ ვიცი ჩხუბის მოტივი, არც ის ვიცი რატომ არის ჩემი ქმარი მკვლელი, მაგრამ ის, რომ თოთოეულ სტუმარს გუდაურს, ყაზბეგს აყვარებდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ და ისევე შეეყვარებინათ ეს მხარე, როგორც მას უყვარდა (ხო, ხანდახან ამის გამო გარეკილიც მეგონა)… არ გამიკვირდებოდა მისი, უხცოელი ტურისტების, მხარდაჭერა და ამაზე ხალხის გაღიზიანება… მუდმივად ბრაზობდა, რომ ფული უფრო მნიშვნელოვანი იყო მათთვის…ეს ხალხი ხომ მეორედ აღარ ჩამოვა აქო”,-წერს სოციალურ ქსელში.

ბრალდებულის მეუღლე სოციალურ ქსელში პირადი მომოწერების „სქრინებსაც“ ავრცელებს, სადაც უცხოელი მეგობრები მას თანაგრძნობას უცხადებენ.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ყოფილი სამხედრო, მერაბ კობიაშვილია დაკავებული, რომელსაც მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გავრცელდა ვიდეოც, სადაც გუდაურში მომხდარი მკვლელობის დეტალებია ასახული. ვიდეომასალაში ჩანს, რომ მკვლელობას უძღოდა ურთიერთდაპირისპირება, რომელშიც 6 პირი მონაწილეობდა.

იტვირთბა....