„აჭარის“ ტელევიზიის ჟურნალისტი ირინა ყურუა, რომელცას მრჩეველთა საბჭოზე სიტყვის თქმის საშუალება არ მისცეს, აცხადებს, რომ ახალი დირექტორი კონკრეტულ დავალებებსა და გეგებს ასრულებს.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლებაა ჩარეული და ცდილობს, სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენა მოახდინოს.
„რატომ დაიგეგმა საკადრო ცვლილებები, არ აქვთ პასუხი. რას სთავაზობს ადამიანებს, ვისაც აფრთხილებს, რომ შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება. ალტერნატიულ პროფკავშირებს არ მოგვეცა საშუალება, დაგვეყენებინა საკითხი. ეს არის ის, რომ სარედაქციო პოლიტიკის განადგურება და გაცამტვერება სურს. ახალ დირექტორს ჩვენთან კომუნიკაციის სურვილიც კი არ აქვს. მას არ გამოუთქვამს სურვილი, უშუალოდ ეკითხა, რა საფუძვლები გვაქს იმისა, რასაც ვამბობთ. ის ასრულებს დავალებას.უკვე მთელი ქვეყანა უყურებს იმ გეგმის რეალიზებას, რა გეგმითაც მოვიდა ტელევიზიაში“,-აცხადებს ჟურნალისტი.
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. აჭარის ტელევიზიაში ახლადშექმნილ ალტერნატიული პროფკავშირების წევრებს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლა სურდათ, თუმცა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გიგო ჩხარტიშვილმა ამის უფლება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.