„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.
„მარშესთან“, „თოლიასთან“, „სმარტთან“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ყოველდღიურად ახალი პურით, ხორცით და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით შექმნილი „ქართული გემო“ „ვენდის“ მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა.
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვისოლ ჯგუფმა“ 2015 წლის დეკემბერს გააჟღერა და ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით მალევე ჩაანაცვლა. შესაბამისად, ამერიკული რესტორნები საქართველოში ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
„ვენდის“ გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის განცხადებით, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნებში იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება საქართველოში წარმოებული პროდუქტით მარტივი და მოკლევადიანი პროცესი არ ყოფილა.
“დასაწყის ეტაპზე ამერიკელ ექსპერტებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ადგილობრივ მეწარმეებთან და საბოლოო ჯამში, სამწლიანი მუშაობის შედეგად, მოვახდინეთ რამდენიმე საწარმოს სერტიფიცირება. შესაბამისად, შევიძინეთ არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური ბიზნესპარტნიორები მაღალტექნოლოგიური საწარმოებით, „მარშეს“, „სმარტისა“ და „თოლიას“ სახით, არამედ უფრო მეტად კმაყოფილი ერთგული მომხმარებელი, რომლისთვისაც „ვენდისში“ ადგილობრივი მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით მიღებული „ქართული გემო“ უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივით და ეროვნული წარმოების ხელშეწყობით „ვისოლ ჯგუფს“ საკუთარი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაშიც“.
„მარშე“ 2012 წლიდან თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ხარისხის პროდუქტებს აწარმოებს, რადგან კომპანიისთვის ხარისხი ნომერ პირველი პრიორიტეტია.
„მარშეს“ ნებისმიერი ნედლეული თუ მზა პროდუქტი სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიულ შემოწმებას წარმოების ყველა ეტაპზე გადის. კომპანიის მიზანია, ინოვაციური და პროფესიონალური მიდგომებით აწარმოოს საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები.
„თოლია“ 1997 წლიდან უზიარებს ბედნიერებას მთელ საქართველოს, რადგან, კომპანიის თქმით, ნაყინი არის ბედნიერება, რომელსაც თუ არ ეძიებ, ის თავად გიპოვის და ცხოვრებას გაგილამაზებს.
საქართველოში „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება 2013 წელს დაიწყო. და დღესდღეობით „ვენდის“ 13 რესტორანია ყველასთვის საყვარელი თავშეყრის ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც შესვლის პირველივე ნაბიჯიდან გრძნობენ, რომ „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“.