აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბორდი საშტატო ცვლილებებზე მსჯელობს.
გაიფიცებიან თუ არა ტელევიზიის ჟურნალისტები, ბორდის დღევანდელ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული .
ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან არასასურველ კადრებს იშორებენ. მათივე თქმით, საფრთხეშია სარედაქციო დამოუკიდებლობა და პასუხიმგებლობას დირექტორსა და ბორდს აკისრებენ.
“პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები აღარ იქნებიან მაუწყებელში. მოსუფთავებულია ადგილი იმ პირებისთვის, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდნენ განმსაზღვრელები. ეს არის ნიშანი იმისა, რომ საზოგადოებამ შეიძლება დაკარგოს მიუკერძოებელი მაუწყებელი და პოლიტიკოსები, რომლებიც ძალიან გაბრაზებულები არიან ჩვენზე ჩვენი სიუჟეტების გამო, განკარგავენ შემდგომში ამ სარედაქციო პოლიტიკას,” – განაცხადა აჭარის სატელევიზიო მაუწყებლის საიფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძემ.
სხდომა, რომელიც 10:00 საათიდან მიმდინარეობს, საინფორმაციო სამსახურის გუნდიც ესწრება.