მთავარი ციტატა

“შოთაძის დაბრუნება არის აბუჩად აგდება”

“ირაკლი შოთაძის დაბრუნება არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, პროპორციულ არჩევნებზე კენჭისყრით უარის შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” ლიდერს გაუკეთებია დღემდე. ეს არის პირდაპირ აბუჩად აგდება… ადამიანი, რომელიც სახალხო მღელვარების ფონზე მიდის თანამდებობიდან, არასდროს აღარ ბრუნდება თანამდებობაზე, მაგრამ იმავე ხელისუფლების პირობებში, უბრალოდ აქსიომატურია, რომ არ უნდა დაბრუნდეს”

თინა ხიდაშელი – საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

აღნიშნული განცხადება ხიდაშელმა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” გააკეთა.

შეგახსენებთ, შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, არც ერთი წასულა. 

კენჭისყრას საპარლამენტო ოპოზიცია და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” არ ესწრებოდნენ.

გენპროკურორობის კანდიდატს დეპუტატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ მოუსმინეს. ის საპროკურორო საბჭომ აღნიშნულ პოსტზე მთავარ კანდიდატად ფარული კენჭისყრის შედეგად 7 თებერვალს აირჩია.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

იტვირთბა....