უცნაური შემთხვევა მოხდა ჰონგ კონგში. შეიარაღებულმა პირებმა სუპერმარკეტიდან 600 შეკვრა ტუალეტის ქაღალდი მოიპარეს. 2 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა South China Morning Post აქვეყნებს.
ინციდენტი დილის 6 საათზე მოხდა. ორმა შეიარაღებულმა პირმა იარაღის მუქარით თანამშრომლები აიძულეს გაჩუმებულიყვნენ და სატვირთო მანქანიდან სწრაფად ჩამოეტვირთათ ჰიგიენური საშუალებები.
როგორც ირკვევა, აღნიშნული დაყაჩაღება განპირობებული იყო ადგილობრივ მოსახლეობაში, კორონავირუსით გამოწვეული პანიკით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი ვირუსის გამო გაჩნდა ჰიგიენური ნივთების (მათ შორის ტუალეტის ქაღალდის) დეფიციტი. აღნიშნული თავდასხმის შემდეგ, სუპერმარკეტის ხელმძღვანელობამ განცხადება გააკეთა, რომ ტუალეტის ქაღალდი, ისევე როგორც სხვა ჰიგიენური ნივთები რეგულარუდა შედის სუპერმარკეტში და პანიკის არანაირი საშიშროება არ არსებობს.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ახალი ვირუსით 1870 ადამიანია დაღუპული და 72 ათასზე მეტი – ინფიცირებული.