ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ხალხს  მართლა ყელში აქვს ამოსული ის განუკითხავობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს“, – ზაალ უდუმაშვილი

პარლამენტთან აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი მივიდა და ოპოზიციის სამომავლო გგემებზე ისაუბრა.

როგორც უდუმაშვილმა გაზეთ „მეტრონომთან“ განაცხადა, ოპოზიცია აქციებს საქართველოს მასშტაბით გააგრძელებს, ხოლო არჩევნებზე სათანადო შედეგს აჩვენებს.

უდუმაშვილის შეფასებით, მოსახლეობა დაიღალა ხელისუფლების დაპირებებით და დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნებზე ოფიციალურად გამოჩნდება.

„ჩვენ არჩევნებისთვის მზადება უკვე დავიწყეთ. სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. გეგმა უცვლელია, მთავარი არის ივანიშვილის რეჟიმის გასტუმრება და ამას აუცილებლად მივაღწევთ. რადგან, საქართველოს მოსახლეობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს და არჩევნებზე ამას ოფიციალურად აჩვენებს. ჩვენ არ ველოდებით არჩევნებს, მანამდე პროტესტი გაგრძელდება სხვადასხვა რაიონში. ხლხს  მართლა ყელში აქვს ამოსული ის განუკითხაობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, ძალიან სწრაფად უდნა ვიმოქმედოთ ჩვენ ,დასაკარგი დრო არ გვაქს.  ყოველ საათსა და წამს გადამწყვეტი მნიშვნელბა აქვს“, აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ამ წუთებში პარლამენტის პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭს უყრიან. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი შოთაძის კანდიდატურას ბოიკოტს უცხადებენ და პარლამენტტან საპროტესტო აქციებს მართავენ.

იტვირთბა....