ცნობილი ხედება დეტალები, თუ რა მოხდა მოსკოვში, სადაც საკუთარ დაბადების დღეზე, 20 წლის სამტრედიელი გოგონა უცებ წაიქცა და გარდაიცვალა. გავრცელდა უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომელიც რესტორანშია გადაღებული, სადაც გოგონა ცეკვის დროს ეცემა.
“20 წელიც შემომეპარა“ – წერდა საკუთარ დაბადების დღეზე ანა ენგიბარიანი.
წინასწარი ინფორმაციით, გოგონას უცაბედი გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
ანა სამტრედიაში დაიბადა და 15 წლის წინ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ახლობლების ინფორმაციით, მშობლიურ მხარეს ხშირად სტუმრობდა. გარდაცვლილი პროფესიით ეკონომისტი იყო და 2017 წლიდან რუსეთის ეკონომიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა.
“მეტრონომი” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გოგონას ოჯახს და მის ახლობლებს.