ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა აღარ მოხდება – ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე გავა

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა აღარ მოხდება. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე გავა.

ღნიშნული ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დააყენა, რასაც ბიუროს წევრები დაეთანხმნენ.

ოხანაშვილის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შოთაძის მოსმენა სრულფასოვნად ჩატარდა, რის გამოც კანდიდატის ხელმეორედ განხილვა არაა მიზანშეწონილი.

„გუშინ ჩვენ 7 საათის განმავლობაში ვუსმენდით გენერალური პროკურორობის კანდიდატს. ყველა დაინტერესებულ მხარეს, იქნებოდა ეს საპარლამენტო უმრავლესობის თუ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ჰქონდა სრული შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური პასუხები. ჩვენ ასევე იმ მოქალაქეებს მივეცით კომიტეტზე დასწრების და კითხვის დასმის შესაძლებლობა, რომლებმაც კომიტეტს მომართეს“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

გენპროკურორად ირაკლი შოთაძის მეორედ დანიშვნას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ბოიკოტს უცხადებს. საპარლამენტო ოპოზიცია და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევის პროცესს ემიჯნებიან. შესაბამისად, დღეს პლენარულ სხდომაზე შოთაძის კანდიდატურას მხოლოდ უმრავლესობა უყრის კენჭს.

იტვირთბა....