ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

LIVE: ოპოზიციამ მსვლელობა დაიწყო

აქციის მონაწილეებმა აქცია-პერფორმასი დაიწყო. ისინი პარლამენტის შენობიდან მსვლელობით მიემართებიან.

ადგილზე კიდევ არის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. აქციაზე პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან.

“ევროპილი საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ იგეგმება დიდი აქცია, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას თავის გეგმებს გააცნობს.

გენპროკურორად ირაკლი შოთაძის მეორედ დანიშვნას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ბოიკოტს უცხადებს. საპარლამენტო ოპოზიცია და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევის პროცესს ემიჯნებიან. შესაბამისად, დღეს პლენარულ სხდომაზე შოთაძის კანდიდატურას მხოლოდ უმრავლესობა უყრის კენჭს.

იტვირთბა....