„მე ვთქვი, რომ მზად ვარ, ოპოზიციურ მრგვალ მაგიდასთან ვისაუბრო უკეთეს არჩევნებზე, უკეთეს დემოკრატიაზე. იმ მრგვალ მაგიდასთან „ნაციონალური მოძრაობაც“ ზის და მისი შემადგენელი სააკაშვილია. აქედან გამომდინარე ვამბობ ამას. იმ მრგვალ მაგიდასთან არის „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვინ დამელაპარაკება, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის“
გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
საზოგადოებრივი მაუწყებელი
შეგახსენებთ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადება დღეს “ტვიტერში” გამოაქვეყნა.