aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან 12 ცხენი 75 509 დოლარად შეისყიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან 12 ცხენი შეისყიდა, რაშიც 75 509 დოლარი გადაიხადა.

ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „როიტერი“ რუსეთის საბაჟო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც აღმოჩნდა, 2019 წელს რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში 12 ძვირადღირებული ცხენი გააგზავნეს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფხენიანი ცხენებს რუსეთისგან ყიდულობს. 2015 წელს ჩრდილოეთ კორეამ 61 ცხენში რუსეთს 192 204 დოლარი გადაუხადა. სულ 2010 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში ფხენიანმა რუსეთისგან 138 ცხენი შეისყიდა და 584 302 დოლარი გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ შარშან ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ცხენზე ამხედრებული რამდენჯერმე გამოჩნდა. დეკემბერში ის წმინდა მთა პეკტუსანზე თეთრი ცხენით გაემგზავრა.

იტვირთბა....