“მინდა ვუთხრა იმ ძალის წარმომადგენლებს, რომლებიც დიახ, თამამად გავიმეორებ – იმ ცხრა წლის განმავლობაში, იმ პირობებში ამყოფებდნენ ადამიანებს; რომელთა მსხვერპლებიც დღეს ჩვენს გვერდითაც სხედან, ჩვენს ოჯახებშიც არიან. მოვუწოდებ მათ, (ოპოზიციას) რომ მათი პერფორმანსების დრო დამთავრდა. ვის ნიღაბსაც არ უნდა ამოეფარონ, “ნაციონალური მოძრაობა” და მათი ხელწერა არის ადვილი შესაცნობი”
ენძელა მაჭავარიანი – “ქართული ოცნების” დეპუტატი
განაცხადა მაჭავარიანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენპროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.
კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, პარლამენტში ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ნიღბებით მივიდნენ.