„მივესალმები ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის გააქტიურებას ჩვენი ქვეყნისთვის ამ საერთო საფრთხის დროს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი, სამარცხვინო ლიდერი და მისი მასხარები ჰქვია. ბატონმა მარგველაშვილმა მანამდეც თქვა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რა ტიპის კოორდიინაციაც ხდება, მასში ჩართვით დაინტერესებულია. ეს ამ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ კარგია”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
შეგახსენებთ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადება დღეს “ტვიტერში” გამოაქვეყნა.