aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„იმედს ვიტოვებ, რომ ეს სიბრაზე ასიათასობით თანამოქალაქეს აქვს, რაც არჩევნებზე აისახება“,-ხიდაშელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის ყოფილლი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ყველა დეპუტატი, ვინც გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, პოლიტიკური უზნეობის შემოქმედი იქნება.

ამის შესახებ თინა ხიდაშელი „სოციალურ ქცელში“ წერს.

ამასთან, ხიდაშელი იმედოვნებს, საკმარისადაა ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი “თავხედი ხელისუფალი არასოდეს გვყოლია.“

„რამდენიმე საათში შოთაძე ისევ მთავარი პროკურორი გახდება. ამ პროცესს დღეს და ხვალ ვერაფერი შეაჩერებს. არა მგონია რაიმე აზრი ქონდეს ეხლა იმაზე წერას, რატომ არის ეს გადაწყვეტილება უბრალოდ მეგა პოლიტიკური უზნეობა. ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც დღეს მის პროკურორობას ხმას მისცემს, იქნება სწორედ ამ მეგა პოლიტიკური უზნეობის შემოქმედი და თანაავტორი. მხოლოდ იმის იმედს ვიტოვებ, რომ საკმარისია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ჯერ კიდევ ესმის, რომ ასეთი თავხედი ხელისუფალი არასოდეს გვყოლია და მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენი ისედაც ძალიან მყიფე სახელმწიფოებრიობის მსხვრევის პროცესს სულ უფრო აძლიერებს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს სიბრაზე, რომელიც ეხლა მე მახრჩობს ასიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს აქვს და არჩევნებზე საარჩევნო ყუთებზე აისახება. დღეს სხვა ყველაფერი უბრალოდ ბელეტრისტიკაა“,- წერს თინა ხიდაშელი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.  ხვალ კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას დეპუტატები კენჭს უყრიან.

იტვირთბა....