„ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე. ადამიანები არიან იმ პოლიტიკურ ძალაში, თვითონ არ ჩაუდენიათ, მაგრამ სისხლი დაღვარეს, ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებარები არიან, თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი”
გიორგი ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი
აღნიშნული განცხადება ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დღეს დეპუტატები მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა და “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია ნიღბებით მივიდნენ.