ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. როგორც “მეტრონომს” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკოპაჟი, 35 მეხანძრე-მაშველი.