თურქეთის დედაქალაქშიდააკავეს ექვსი მოზარდი, რომლებსაც ქრისტიანების საფლავების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ანკარას გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც თურქული გამოცემა „ჰურაიეთი“ წერს, ვანდალიზმის ფაქტი 20 ქრისტიანის საფლავზე დაფიქსირდა.დაზიანებულია წარმოშობით რუსი მოქალაქეების საფლავებიც.
მოზარდები სასაფლაოს დაცვის წევრებმა დააკავეს. მათი ასაკი 15-16 წელია. საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეგზავნა.