„ირაკლი შოთაძე იყო ის მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებდა, გადმოვიდა საგამოძიებო კომისიაში. ეს მეტყველებს, რომ ამ პროკურატურის მიმართ ნდობა არ ყოფილა. „ქართული ოცნება” აგრძელებს გავლენის ცემენტირებას სასამართლო ხელისუფლებაზე. მე იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას გამოიჩენენ და კრიტიკულ კითხვებს მაინც დაუსვამენ. თუ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორი გახდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთხელ და სამუდამოდ „ქართული ოცნების” გავლენის ჩაბეტონება სასამართლო ხელისუფლებაზე“
ბექა ნაცვლიშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი
აღნიშნული განცხადება ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი გენპროკურორი კვლავ გენპროკურორობის კანდიდატია. საპროკურორო საბჭომ ქვეყნის მთავარი პროკურორის პოსტზე მისი კანდიდატურა შეარჩია და პარლამენტს გადაუგზავნა.
შოთაძეს დღეს საკანონმდებლო ორგანოში მოუსმენენ.