ფეისბუქის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დაბლოკა მომხმარებელთა (ექაუნთები) გარკვეული ქსელი, რომელსაც იყენებდა რუსეთის სამხედრო დაზვერვა იმისათვის, რომ უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში ყალბი ინფორმაცია გაევრცელებინა. ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.
“ექაუნთების უკან მდგომი ადამიანები საკმაოდ ეშმაკურად ცდილობდნენ დაემალათ თავიანთი ვანაობა, მაგრამ ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ ჰქონდათ კავშირი რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან” – აღნიშნულია ფეისბუქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯერჯერობით, რუსეთის თავდაცვის უწყება კომენტარს არ აკეთებს.
ფეისბუქის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატანიელ გლეიხერმა, რომ ბოლო პერიოდში დაახლოებით 100 პირადი გვერდი (ექაუნთი) იყო შემჩნეული, რომლებიც თავს იმ ქვეყნების ჟურნალისტებად ასაღებდნენ, საითკენაც იყო მიმართული ყალბი ინფორმაციების ნაკადი.
კომპანია Graphika-ს ხელმძღვანელმა ბენ ნიმომ, რომელიც უშუალოდ სოციალურ ქსელში ანალიზის კეთებით არის დაკავებული, განაცხადა, რომ გამოგონილი პერსონაჟები აღჭურვილები იყვნენ პროკრემლური და ანტიდასავლური ინფორმაციით, რომელიც წინასწარ, საკმაოდ სკულპუროზულად იყო დაგეგმილი და შემუშავებული.