საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მათივე ცნობით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ასევე ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე.
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას საავტომობილო გზის კმ8-კმ19 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობისას მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ10-კმ21 (ძევრი-ტყიბული) მონაკვეთზეც.