ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიუსელდორფის აეროპორტში თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

თურქული ავიკომპანია Pegasus Airlines -ის თვითმფრინავის, დიუსელდორფის აეროპორტში დაშვებისას, ერთერთ შასის ბოლი აუვიდა, რის გამოც ავიალაინერიდან მგზავრების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც გაირკვა, ბოლი შასის სამუხრუჭე სისტემის გადახურებამ გამოიწვია.

ინციდენტის გამო არავინ დაშავებულა, თუმცა, 163-ვე მგზავრს ლაინერის დატოვება ავარიული ტრაპით მოუწია.

იტვირთბა....