“ეს არის ყოვლად ქაჯური და გოიმური ტრენდის გამოვლინება, რომელიც, სხვათა შორის, დაამკვიდრა ეროსი კიწმარიშვილმა, თავის დროზე, როდესაც ჟურნალისტები რაღაც ხელშეუხებელ, მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, არსებებად გამოიყვანა. ქართულ ჟურნალისტიკაში 80% არიან ქაჯები, გოიმები და უვიცები, სტარები. მე არ ვამბობ ადამიანებზე, რომლებიც შრომობენ სიუჟეტებს აკეთებენ, მაგრამ ე.წ სტარები არიან ასეთები, როგორსაც მე ვამბობ. მე არ ვარ მათი ამქრის წევრი, არც არასდროს ვიყავი და პირდაპირ გეუბნებით, რომ უვიცი, ქაჯი, გოიმი ხალხია. და, ეს რაღაც აპლომბი, კრიტიკის მიღმა, რომ არის ვიღაც, ეს არის ქაჯური, გოიმური ამბავი.”
ტელეწამყვანი – შალვა რამიშვილი
“ციტატა”
აღნიშნული განცხადება რამიშვილმა, თავის გადაცემაში გაავრცელა და ამით ინგა გრიგოლიას განცხადება შეაფასა, სადაც გრიგოლია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებთან საუბრის ტონს აკრიტიკებს.