“ლიბიაში მიმდინარე ომში რუსეთია ჩართული” – ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა და აღნიშნულის დასადასტურებლად ფოტო წარმოადგინა, რომელზეც სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაური რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან ერთად არის ასახული.
რაც შეეხება რუსეთი მხარეს, ისინი ერდოღანის ამ განცხადებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებას “ვაგნერთან” არანაირი კავშირი არ აქვს და “ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლები რუსეთის ინტერესებს არ გამოხატავენ.