“ჩემთვის ძალიან რთულია ვისაუბრო ადამიანზე, რომელიც არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. მე და გიგი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში კურსელები ვიყავით და გიგი იყო გამორჩეული ყველა სტუდენტში თავისი წიგნიერებით, თავისი წესიერებით, სამშობლოსა და ეკლესიის სიყვარულით. ეკლესიის სიყვარული მან გამოავლინა, როდესაც იგი დედაქალაქის მერი იყო. მისი ღვაწლი ეკლსიის წინაშე არაერთხელ აღუნიშნავს საჯაროდ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს. ვისურვებ, რომ გიგიმ დაამტკიცოს თავისი სიმართლე და ძალიან მალე დაუბრუნდეს თავის შვილებს, ოჯახს და მეგობრებს”
მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, 10 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ სცნო და მას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.