მარნეულში 17 წლის გოგო მოიტაცეს. ჯერ-ჯერობით უცნობია გამტაცებლის ვინაობა და სხვა დეტალები თუმცა, შსს ფაქტს ადასტურებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, არასრულწლოვანის მოტაცებაზე, გამოძიება სსკ-ის 143 მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისმხობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.