ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რიკოთის საავტომობილო მაგისტრალზე მშენებლობა ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა

რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაო ობიექტის ჩამონგრევისას სამი მუშა დაზიანდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნანგრევებში მოჰყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

როგორც პროფკავშირში აცხადებენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ერთ-ერთი მუშის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

“დღეს დილით, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, სამუშაო ობიექტის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევაში დასაქმებულები მოჰყვნენ, მათგან ერთი მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი დაშავებული ქუთაისის რეფერარულ საავადმყოფოშია გადაყვანილი” -ნათქვამია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....