ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩი, ქართულ ტელევიზიებთან განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ამდენი ოფიციალური და არაოფიციალური დისკუსიის მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ” ვერაფერი გაიგო.
“[ქართული ოცნების მიერ მომზადებული] რეზოლუციის სამუშაო ვერსია, სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ძალიან სუსტი იყო, არ გამოხატავდა საქართველოში არსებულ ვითარებას. მასში შესწორებები ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა შევიტანეთ და ჩვენ უფრო დაბალანსებული ტექსტი გვსურდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ქართული დელეგაციის უმრავლესობაში მყოფმა ქართულმა ოცნებამ დაბლოკა ყველა შესწორება და ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამდენი ოფიციალური და არაოფიციალური დისკუსიის მიუხედავად, ვერაფრით გავაგებინეთ, რა ვითარებაა.
რა თქმა უნდა, ჩემი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი უცვლელია, რომ ის არის პასუხისმგებელი ვითარებაზე და, სამწუხაროდ, ის აზიანებს ევროპულ გზას.”- ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.