ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

15 თებერვლამდე საქართველოში ძლიერი თოვა, ზღვაზე კი შტორმია მოსალოდნელი

15 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

იტვირთბა....