მთავარი ციტატა

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ევროპარლამენტი მიიღებს კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას”

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ევროპარლამენტი მიიღებს კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას, რადგან ვფიქრობ, რომ მათთვის ისედაც ყველაფერი ნათელია. თუ ჩამოვლენ, ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან მე იურისტი ვარ და ძალიან კარგად ვიცი კანონის ელემენტარული ნორმები. დღეს ათასგზის რომ დაუმტკიცო უგულავას და მელიას დანაშაული, როცა შენ რვა წლის განმავლობაში ამაზე ჩუმად იყავი და ახლა, მოლაპარაკებების რაუნდის დროს გაგახსენდა, ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული”

ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.

აღნიშნულის თაობაზე „ტვიტერში“, სტრასბურგში მყოფმა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა.

მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია გაიგზავნოს.

იტვირთბა....