ჩინეთის ჯანდაცვის უმაღლესი ორგანოს ბრძანებით, კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაცვლილ ადამიანების მასობრივი კრემაცია მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.
კრემაციის პროცესი საავადმყოფოების მახლობლად მდებარე დაწესებულებებში ხდება და ამის შესახებ გარდაცვლილი ოჯახის წევრებს ინფორმაცია არ აქვთ.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია საავადმყოფოებს მოთხოვნით მიმართავს, რომ გარდაცვლილების კრემაციის შესახებ აცნობონ ოჯახის წევრებს და ეს პროცედურა მათთან ერთად მოახდინონ. მაგრამ ასევე აცხადებს, რომ პროცედურის დასრულება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ გარდაცვლილის ოჯახი არ დათანხმდება.
კრემაცია კონორავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხდება, ვინდაიდან ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, გარდაცვლილის დაკრძალვის დროს ხდებოდეს კორონავირუსის გავრცელება.
ამასთან, ექსპერტების კრემაციის ფაქტს აფასებენ, როგორც მიუღებელს და აცხადებენ, რომ ჩინეთის ჯანდაცვის მაღალჩინოსნების ბრძანება, მსხვერპლის კრემაცია მოხდეს, ზედმეტია და ეს ოჯახების მწუხარებას უფრო ზრდის.
შეგახსენებთ, ჩინეთში ახალი კორონავირუსტ გარდაცვლილტა რაოდენობამ 1 369-ს მიაღწია, ხოდლო ინფიცირებულთა რაოდენობა 59 807-მდე გაიზარდა.