ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვეულებრივი მატყუარა და თაღლითები არიან მთელი მსოფლიოს თვალში” – ვაშაძე უმრავლესობაზე

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლებისთვის არ იქნება სახარბიელო მისიის ჩამოსვლა, რადგან საქმეში არსებული პოლიტიკური თუ სამართლებრივი ხარვეზები თვალნათელია.

ვაშაძის შფასებით, მსოფლიომ გაიგო, რომ „ქართული ოცნება“ მატყუარაა, ამიტომ მათ „სავარაუდოდ აღარც კი შეხვდებიან“.

“ერთი მხრივ ამბობენ, რომ თითქოს უნდათ ევროპარლამენტარების ჩამოსვლა, მეორე მხრივ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ისინი არ ჩამოვიდნენ იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ” სახე დაკარგა, მათ სიტყვას ფასი აღარ აქვს, მათ სავარაუდოდ აღარც კი შეხვდებიან აღარც ამერიკაში და აღარც ბრიუსელში იმიტომ, რომ ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ. ჩვეულებრივი მატყუარა თაღლითები არიან მთელი მსოფლიოს თვალში,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს. აღნიშნულის თაობაზე „ტვიტერში“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა.
მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია გაიგზავნოს.

იტვირთბა....