ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

“ოცნებას არ მოეწონა ევროპარლამენტის შესწორებები და ჩააგდო დოკუმენტი” – სამადაშვილი

საქართველოდ დღეს პირველად ყავს ხელისუფლება რომელსაც არ ადარდებს შეექმნება თუ არა ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე – ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაიბის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ევროპარლამებტის თანამშრომლობის კომიტეტის მიერ ვერმიღებულ დოკუმენტს.

“ევროპარლამენტის თანამშრომლობის კომიტეტი, რომელიც 20 წელზე მეტია არსებობს, ყოველ წელს იღებს ფინალურ დოკუმენტს, სადაც აღწერილია სამომავლო თანამშრომლიბის პერსპექტივები საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის, დოკუმენტში ასევეა შეფასებები მიმდინარე პოლიტიკური ეკონომიკური სოციალური ვითარების და ა.შ.

თანამშრომლობის კომიტეტის არსებობის ისტორიაში, მან დასკვნითი დოკუმენტი ვერ მიიღო, რადგან აქ ხმას როდესაც აძლევ საბოლოო დოკუმენტებსაც და შესწორებებსაც, მიიღება  ე.წ. უმრავლესობით შესწორებებიც და საბოლოო ტექსტიც, ანუ ევროპარლამენტის უმრავლესობამაც მხარი უნდა დაუჭირის თუ რაიმე ცვლილება შედის ტექსტში და საქართველოს დელეგაციამაც, რომლის დიდ ნაწილს დღეს “ქართული ოცნება” წარმოადგენს.

საქართველოს დღეს პირველად ჰყავს ხელისუფლება რომელსაც არ ადარდებს შეექმნება თუ არა ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე. თუ ეს საფრთხე შეექმნება ქვეყანას, ეს სწორედ “ქართული ოცნების” დამსახურება იქნება. ოცნებამ ჩააგდო ყველა ცვლილება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა საბოლოო ტექსტის მიღებას. “ოცნებას” არ მოეწონა ევროპარლამენტის შესწორებები და ამიტომ ჩააგდო დოკუმენტი” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა TV პირველთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება” და ოპოზიციის წარმომადფგენლები ევროპარლამენტში იმყოფებიან.

 

იტვირთბა....