აბაშაში სოფელ ძველ აბაშაში უბედური შემთხვევის შედეგად 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
მამაკაცს ეზოში ხის ჭრისას, მოჭრილი ხე დაეცა და ძიმედ დაშავდა.
ის აბაშის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მამაკაცის გადარჩევა ვერ მოახერხეს.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილობლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.