ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “ერთ-ერთ ეპისკოპოსზე ვთქვი, რომ მონაზონთან ჰქონდა კავშირი და ბერმა შეუსწრო”, – მამა ანდრია სარია

მამა ანდრია სარია “მთავარ არხთან” ერთ-ერთ ეპისკოპოსსა და მონაზონს შორის კავშირზე საუბრობს.

მისი თქმით, აუდიოჩანაწერი, რომელშიც იგი ამ ფაქტის შესახებ სხვა სასულიერო პირებთან საუბრობს, საპატრიარქოში დაახლოებით 1 თვის წინ ორმხრივი თანხმობის შედეგადაა გაკეთებული.

“ერთ-ერთ ეპისკოპოსზე ვთქვი, რომ მონაზონთან ჰქონდა კავშირი და ბერმა შეუსწრო. მძღოლი იყო ბერი. როდესაც მივიდა ეს ბერი პატრიარქთან და უთხრა, მე ვნახე ეს ყველაფერი და უნდა განიკვეთოსო, მე წავალ ეკლესიიდანო და ერთ კვირაში დაიბარეს, ამ საკითხზე პასუხს გეტყვითო. ერთ კვირაში რომ მივიდა, ჯობია, შენ წახვიდეო და ეს ბერი განიმოსა, დღეს საბურთალოზე ცხოვრობს ბინაში”, – აცხადებს მამა ანდრია სარია.

ანდრია სარიას თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თქვან ამ ფაქტის შესახებ ყველაფერი.

16-წუთიანი სატელეფონო საუბრის ფრაგმენტს “მთავარი არხი” ავრცელებს:

იტვირთბა....