aviabiletebi
მთავარი ციტატა

“არ გვჭირდება გამოღვიძება, გვღვიძავს და ვმუშაობთ” – ცქიტიშვილი პარტნიორების კრიტიკაზე

“არ გვჭირდება გამოღვიძება, გვღვიძავს, ვმუშაობთ, გვესმის ყველაფერი და როგორც მმართველი პოლიტიკური პარტია, დაინტერესებულნი ვართ, რომ დემოკრატიის ხარისხი და ნდობა დემოკრატიის ხარისხის მიმართ იყოს ძალიან მაღალი. ძალიან კარგად გვესმის, რომ დიალოგი არის ერთადერთი საშუალება და საქმიანი მიდგომა, მათ შორის პოლიტიკური საკითხებისადმი არის ერთადერთი საშუალება და ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია განვავითაროთ როგორც ჩვენი დემოკრატია, ასევე საარჩევნო კანონმდებლობა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მაია ცქიტიშვილი – ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობა შეეფარდა, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი უშედეგოდ გაიმართა.

იტვირთბა....